გადაწყვეტილება N 353 საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 25, 2003
მიღების თარიღი ივლისი 25, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტმა კომისიას მიმართა განცხადებით (N 12/1-229; 22.07.03.) თანდართული დოკუმენტაციის (N 3154, 08.07.03.) შესაბამისად მაღალსიხშირული მოწყობილობების (KENWOOD-ის ფირმის მობილური და სატარებელი რადიოსადგურები) შემოტანაზე ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები გამოყენებული უნდა იყოს რადიოკავშირის ქსელში ფუნქციონირებისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 3154, 08.07.03.) განსაზღვრული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. უზრუნველყოს საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტმა აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი , რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
