წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 351 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 13 ივნისის N276/10 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 351 / 17

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 18, 2003

მიღების თარიღი ივლისი 18, 2003

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 13 ივნისის 

N276/10 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ ა.წ. კომისიის 13 ივნისის N276/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი 8-13 კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.

კომისიას შპს „ულტრა კომუნიკაციებმა„ მომართა წინადადებით (წერილი N22 23.06.2003 წ.), რათა კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებისათვის ნუმერაციის რესურსის არჩევის უფლება თვით კომერციულ კონკურსში გამარჯვებულს მიენიჭოს.

 კომისიას, საკონკურსო შეთავაზების მიმზიდველობის გაზრდის მიზნით, მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი წინადადების გაზიარება ნუმერაციის რესურსის არსებობის პირობებში და ზემოაღნიშნულ გადაწყეტილებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ

 

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2003 წლის 13 ივნისი N276/10 გადაწყვეტილებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გამოცხადდეს კომერციული კონკურსი (შემდგომში „კონკურსი”) კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად”;

ბ) დაემატოს 1 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „საერთაშორისო სატელეფონო კავშირების განსახორციელებლად კონკურსში გამარჯვებული, საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაისათვის, ირჩევს კოდს შემდეგი რესურსიდან: 8-13, 8-61, 8-63, 8-68, 8-69;„

2. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორს (გ. რატიშვილი) აღნიშნული ცვლილების საინფორმაციო უზრუნველყოფა;

3. გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს   ქ. თბილისის საოლქო                სასამართლოში  (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები