გადაწყვეტილება N 35 შ . პ . ს . “ იბერიატელი ”- სათვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2003
მიღების თარიღი იანვარი 24, 2003
კომისია აღნიშნავს, რომ შპს იბერიატელმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (#76,04.12.2002), მისთვის ნუმერაციის რესურსის გამოყოფის შესახებ.
შპს იბერიატელი„ ფლობს N 991 ლიცენზიას მოძრავი და ფიქსირებული სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ნუმერაციის ახალ სისტემაზე გადასვლამდე, კომპანიას, მოძრავ და ფიქსირებულ სატელეფონო ქსელში შეხწევადობისათვის შესაძლებელია გამოეყოს თავისუფალი ნუმერაციის რესურსი 8-90, რომელიც არ წარმოადგენს საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურების კოდს და შესაბამისად არ გაიცემა კონკურსის წესით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს „იბერიატელს” მოძრავი და ფიქსირებული სატელეფონო კავშირებით მომსახურების განსახორციელებლად N 991 ლიცენზიის მოქმედების ვადით ისარგებლოს ნუმერაციის რესურსით 8-90 (რვა-ცხრა-ნული):
2. ლიცენზიის მფლობელის მიერ ერთი წლის განმავლობაში კოდის გამოუყენებლობის შემთხვევაში კომისიამ განიხილოს საკითხი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის მიზანშეწონილობის შესახებ;
3. კავშირგაბმულობის სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში, შპს „იბერიატელი” ვალდებულია, ნუმერაციის რესურსის გამოყენების საკითხი მოიყვანოს ნორმატიულ ბაზასთან შესაბამისობაში.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
