წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 349 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სტრუქტურასა და 2002 წლის 20 დეკემბრის კომისიის N 515/17 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: 349 / 11

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 18, 2003

მიღების თარიღი ივლისი 18, 2003

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სტრუქტურასა და

 2002 წლის 20 დეკემბრის კომისიის  N 515/17 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ

საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 29 ივნისის N 326 ბრძანებულების თანახმად დამტკიცებული კომისიის დებულებიდან გამომდინარე, აუცილებელია კომისიის აპარატის ახალი სტრუქტურის დამტკიცება (პროექტი თან ერთვის) და კომისიის მიერ დამტკიცებულ საშტატო განრიგში (N 515/17 20.12.2002 წ.) შესაბამისი ცვლილებების შეტანა (პროექტი თან ერთვის).

         კომისიის დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიღებულ იქნეს ცნობად ინფორმაცია კომისიის აპარატის სტრუქტურის დამტკიცებისა და 2002 წლის 20 დეკემბრის კომისიის N 515/17 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო განრიგში სათანადო ცვლილებების შეტანის შესახებ;

2. დამტკიცდეს კომისიის სტრუქტურა თანდართული სახით;

3. შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილებები კომისიის 2002 წლის 20 დეკემბრის N 515/17 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის  საშტატო განრიგში;

4. კომისიის აპარატის მთავარმა ბუღალტერმა (ი. აბულაძე) აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით მოახდინოს ხელფასების გადაანგარიშება ა/წლის 1 აგვისტოდან;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (კ. ყურაშვილი).

კ. ყურაშვილი

ი. ხარებავა

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები