წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 348 ინდივიდუალური საწარმო „ატლანტიდა ტვ“-სთვის საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 348 / 1

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 18, 2003

მიღების თარიღი ივლისი 18, 2003

ინდივიდუალური საწარმო „ატლანტიდა ტვ„-სთვის საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური საწარმო „ატლანტიდა ტვ„-მ (რეგისტრირებულია ქ. სენაკის საგადასახადო ინსპექციაში 2003 წლის 6 ივნისს (რეგისტრაციის N 210) კომისიას მიმართა განცხადებით (16.06.2003), საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.

2003 წლის 11 ივლისს მოხდა საკითხის ზეპირი მოსმენა, სადაც აღინიშნა, რომ ინდივიდუალური საწარმო „ატლანტიდა ტვ„-ს ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია (ტექნიკური პროექტი, სარეგისტრაციო და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები) შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.

 „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ.„ ქვეპუნქტისა და 453-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს N 1359 ლიცენზია ინდივიდუალური საწარმო „ატლანტიდა ტვ„-ს საკაბელო სტრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე (თან ერთვის):

2.      ლიცენზიის სახე:         ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის საგანი: საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობა ქ. სენაკში წარმოდგენილი ტექნიკური პროექტის შესაბამისად.

  • შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში.
  • ინდივიდუალური საწარმო „ატლანტიდა ტვ„-მ უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
  • ინდივიდუალური საწარმო „ატლანტიდა ტვ„-მ უზრუნველყოს, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე, კომისიისათვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა.
  • 6.      დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;

  • გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
  • კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ /ე.ასანიძე/ სამსახურს.
  • კომისიის თაბმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

    Calendar
    გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები