წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 347 შპს “ უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსახურისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 347 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 18, 2003

მიღების თარიღი ივლისი 18, 2003

შპს „ უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსახურისთვის”  სიხშირის მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსახურმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული  სასამართლოს 2002 წლის 24 ნოემბრის N 5ა/4-2743 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისის ტერიტორიაზე  მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი  სიხშირის მინიჭების თაობაზე. დებულების თანახმად, შპს „უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსახურის” საქმიანობის საგანია იურიდიული და ფიზიკური პირებისადმი ფასიანი მომსახურების გაწევა, რაც დაკავშირებულია პიროვნების უსაფრთხოების აგრეთვე კერძო, საზოგადოებრივი, მუნიციპალური და სახელმწიფო ქონების დაცვის ორგანიზაციასა და უზრუნველყოფასთან. სიხშირე გამოყენებული უნდა იყოს დაცვის ობიექტებთან და საპატრულო სამსახურებთან ოპერატიული კავშირისთვის ქ. თბილისში, შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს „უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსახურს”  169.325 მგჰც სიხშირე ქ. თბილისში რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით;

2.   აღირიცხოს შპს „უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსახურისთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

3.  უზრუნველყოს  შპს  „უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსახურმა” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების    გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

4.  კანონმდებლობის    ცვლილების    შემთხვევაში    შპს „უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსაურისათვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  კანონმდებლობასთან შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი;

5.  გადაწყვეტილება  შეიძლება   გასაჩივრდეს   ქ. თბილისის   საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.  კონტროლი    აღნიშნული    გადაწყვეტილების    შესრულებაზე     დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე). 

         კომისიის თავმჯდომარე                                                         ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები