წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 346 რუსეთის ფედერაციის რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 346 / 14

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 18, 2003

მიღების თარიღი ივლისი 18, 2003

რუსეთის ფედერაციის რადიოსამაუწყებლო  სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილები  (№ UMS-50/0798, 29.04.03 და   № UMS-50/0829, 07.05.03) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის GROZNYI G.YASTREBINAYA – 107.7 MHZ და OTRADNAIA – 101.0 MHZ მინიჭებული სამუშაო სიხშირეების გამოყენების შესახებ.

            წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის რადიოგადამცემი საშუალებები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმილი რადიოსადგურებისთვის.

             „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა  :

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის GROZNYI G.YASTREBINAYA – 107.7 MHZ და OTRADNAIA – 101.0 MHZ მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (№ UMS-50/0798, 29.04.03 და № UMS-50/0829, 07.05.03 წერილების დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურების შესახებ შესაბამის მონაცემთა ბაზაში;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის  გამზ.  7ა) 6 თვის ვადაში;  

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).

            კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები