გადაწყვეტილება N 345 ს.ს „ფოთის გემთსაშენისთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 18, 2003
მიღების თარიღი ივლისი 18, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ ს.ს ფოთის გემთსაშენმა„ (რეგისტრირებული ქ. ფოთის სასამართლოს 1996 წლის 3 ივლისის N 611 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 187-1/105, 11.07.03.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 3153; 0 8.07.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (საბაზო და სატარებელი ხელის რადიოსადგურები) გამოყენებული უნდა იყოს რადიოკავშირის ქსელის მოწყობისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა ს.ს ფოთის გემთსაშენს„ შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 3153; 08.07.03) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. უზრუნველყოს ს.ს ფოთის გემთსაშენმა„ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
