გადაწყვეტილება N 344 შპს „უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსახურისთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 18, 2003
მიღების თარიღი ივლისი 18, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსახურმა„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 24 ნოემბრის N 5ა/4-2743 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 18, 14.07.03.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 4022055; 09.07.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (სატარებელი ხელის რადიოსადგურები) გამოყენებული უნდა იყოს რადიოკავშირის ქსელის მოწყობისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსახურს„ შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 4022055; 09.07.03) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. უზრუნველყოს შპს უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსახურმა„ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
