წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 34 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002 წლის 29 ნოემბრის N473 / 10 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 34 / 10

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2003

მიღების თარიღი იანვარი 24, 2003

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002 წლის 29 ნოემბრის  N473/10 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ულტრა კომუნიკაციებმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (#72 13.11.2002 წ.) კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად. რის საფუძველზეც, კომისიის 2002 წლის 29 ნოემბრის # 473/10  გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი 8-61 კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მოსაპოვებლად.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ კონკურსის გამოცხადებიდან გასულ 2 თვეში განაცხადი კონკურსში მონაწილეობაზე არცერთ კომპანიას არ წარმოუდგენია. ამასთან, კომისიას მიმართა რამდენიმე კომპანიამ (მათ შორის შპს „ულტრა კომუნიკაციებმა„) ნუმერაციის რესურსის მიმზიდველობის გაზრდის მიზნით, კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში მითითებული საერთაშორისო კოდის  8-61 კოდით 8-60 შეცვლის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას შესაძლებელად მიაჩნია, რომ კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2002 წლის 29 ნოემბრის # 473/10  გადაწყვეტილებაში შეტანილი იქნეს ცვლილება და გადაწყვეტილების პირველი პუნქტში შეიცვალოს საერთაშორისო სატელეფონო მომსახურების კოდი 8-61, საერთაშორისო სატელეფონო მომსახურების კოდით 8-60.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ

 

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2002 წლის 29 ნოემბრის N473/10 გადაწყვეტილებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:

გადაწყვეტილების პირველი პუნქტი „გამოცხადდეს კომერციული კონკურსი (შემდგომში „კონკურსი”) 8-61 (რვა-ექვსი-ერთი) კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად„, ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გამოცხადდეს კომერციული კონკურსი (შემდგომში „კონკურსი”) 8-60  (რვა-ექვსი-ნული) კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად”;

2. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორს (გ. რატიშვილი) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

3. გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს   ქ. თბილისის საოლქო                სასამართლოში  (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ ტექნიკურ (მ.გოთოშია) და იურიდიულ (გ.კვერენჩხილაძე) სამსახურებს.

კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები