გადაწყვეტილება N 33 შპს “ მაგთიკომსა ” და შპს “ ახალ ქსელებს ” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გა ფ ორმების თაობაზე დავის განხილვის გადადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2003
მიღების თარიღი იანვარი 24, 2003
შპს „მაგთიკომსა” და შპს „ახალ ქსელებს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის გადადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში კომისია) განიხილა შპს „მაგთიკომსა„ და შპს „ახალ ქსელებს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე არსებული დავა.
კომისია აღნიშნავს, რომ მოდავე მხარეებმა არ წარმოადგინეს საჭირო ინფორმაცია, ამასთან კომპანიების უფლებამოსილი პირები სხდომაზე არ გამოცხადდნენ. კომისიას მიაჩნია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის გარეშე გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, აქედან გამომდინარე, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „მაგთიკომსა„ და შპს „ახალ ქსელებს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე არსებული დავის განხილვა გადაიდოს კომპანიების მიერ დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენამდე;
2. ეცნობოთ შპს „მაგთიკომსა„ და შპს „ახალ ქსელებს” დავის განხილვის გადადების შესახებ.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ (მ. გოთოშია) სამსახურს.
კომისიის თავმჯდომარე: ვ. აბაშიძე.
