წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 316 საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ენერგოგენერაციისთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 316 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 04, 2003

მიღების თარიღი ივლისი 04, 2003

საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ენერგოგენერაციისთვის„ მაღალსიხშირული  მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა „ენერგოგენერაციამ„ კომისიას მიმართა განცხადებით (N 32-11/293, 04.07.03) წარმოდგენილი დოკუმენტაციების (N M/3659, 15.05.03; N M/3660, 15.05.03  და N M/3663, 15.05.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით. მაღალსიხშირული მოწყობილობები (მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორები და სათადარიგო ნაწილები) გამოყენებული უნდა იყოს ლაჯანურის ჰიდროელექტროსადგურზე სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „ენერგოგენერაციას„ შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციებით (N M/3659, 15.05.03; N M/3660, 15.05.03  და N M/3663, 15.05.034) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.      აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

3.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;  

4.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

            კომისიის თავმჯდომარე                                                              ვ. აბაშიძე

           

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები