წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 314 საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 314 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 04, 2003

მიღების თარიღი ივლისი 04, 2003

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე  ნებართვის  გაცემის შესახებ

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა კომისიას მიმართა განცხადებით (N 417; 30.06.03) წარმოდგენილი ჩამონათვალის შესაბამისად მაღალსიხშირული მოწყობილობების (შიდასალაპარაკო მოწყობილობა კომპლექტით) შემოტანაზე ნებართვის მიღების თაობაზე.

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემოიტანოს საქართველოს  ტერიტორიაზე მაღალსიხშირული მოწყობილობები დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით;

2.      უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა;

3.      აღირიცხოს  ინფორმაცია  შემოტანილი  მაღალსიხშირული  მოწყობილობების  შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო  სასამართლოში (ქ. თბილისი ,  რობაქიძის გამზ.  7ა) 6 თვის ვადაში;

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

            კომისიის  თავმჯდომარე                                                      ვ. აბაშიძე

 

           

                                                                       

                                                            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

                                                            2003 წლის 4 ივლისის N     გადაწყვეტილების

                                                                                                                                      დანართი

                                                                                                                       

მაღალსიხშირული მოწყობილობების ჩამონათვალი:

  •  IC 4620    შიდა სალაპარაკო ერთეული;
  •  MT 4620  სამონტაჟო  ფუძე;
  •  C – 4621   საკონტროლო ყუთი;
  •  CX-4634  RF  კაბელი 2.5 მ;
  •  CX – 4613   შიდა  სალაპარაკო  კაბელი 4 მ;
  •  CX – 4618   შიდა სალაპარაკო  კაბელი;
  •  CX – 4615 M   შიდა  სალაპარაკო  კაბელი 6 მ;
  •  CX – 4607   კარიერის მკვებავი კაბელი;
  •   CX – 9622 N RF  ანტენის კაბელი.
  • Calendar
    გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები