გადაწყვეტილება N 311 სპს “ტელე-რადიო კომპანია “თვალის” N181 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების და მოდიფიცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 04, 2003
მიღების თარიღი ივნისი 27, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის N2, 3.01.2003წ. გადაწყვეტილებით განისაზღვრა სპს „ტელე-რადიო კომპანია „თვალის” N181 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა და გადახდის წესი.
სპს „ტელე-რადიო კომპანია „თვალის” მიერ გადახდილია სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20% - 3 850 ლარი კომისიის ანგარიშზე და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10% - 1 925 ლარი სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 391 და 453 მუხლების, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა სპს „ტელე-რადიო კომპანია „თვალის N181 ლიცენზიას, 2011 წლის 31 დეკემბრამდე;
2. მოდიფიცირებულ იქნეს სპს „ტელე-რადიო კომპანია „თვალის N181 ლიცენზია და ლიცენზიის სახეობა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლიცენზიის სახეობა: საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა”;
3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (13 477,8 ლარი) გადახდა შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
2995,06 ლარი - 2004 წლის 31 იანვრამდე;
1497,53 ლარი - 2005 წლის 31 იანვრამდე;
1497,53 ლარი - 2006 წლის 31 იანვრამდე;
1497,53 ლარი - 2007 წლის 31 იანვრამდე;
1497,53 ლარი - 2008 წლის 31 იანვრამდე;
1497,53 ლარი - 2009 წლის 31 იანვრამდე;
1497,53 ლარი - 2010 წლის 31 იანვრამდე;
1497,53 ლარი - 2011 წლის 31 იანვრამდე;
4. გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში აღნიშნული თანხების გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
|
მიმღები |
სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის კავშირი, კავშირგაბმულობის სალიცენზიო მოსაკრებელი |
|
საიდენტიფიკაციო N |
204953050 |
|
ბანკი |
საქართველოს ეროვნული ბანკი |
|
კოდი |
220101107 |
|
ანგარიშის N |
000141107 |
|
სახაზინო ქვეანგარიში |
9051 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
5. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე
