გადაწყვეტილება N 30 შპს “ საქართველოს მილსადენი კომპანია ”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2003
მიღების თარიღი იანვარი 24, 2003
შპს „საქართველოს მილსადენი კომპანია”-სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს „საქართველოს მილსადენ კომპანია”-ს რადიოსარელეო სადგურების (სამუშაო დიაპაზონი Tx 10.609 GHz, Rx 10.518 GHz) გამოყენებაზე, რომლებიც განთავსებული იქნება შემდეგ მისამართებზე:
ქ. რუსთავი - ახალი სამგორი PS11;
ქ. დუშეთი - თეზი PS13;
ხაშურის რ-ნი, სოფ.ტეზერი - დიდი ფლევი PS15;
ქ. ჭიათურა - მანდაეთი PRS1;
ქ. თერჯოლა - ზესტაფონი PRS2;
სოფ. სუფსა - სუფსის ტერმინალი Supsa Terminal
2. უზრუნველყოს შპს „საქართველოს მილსადენ კომპანია”-მ მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ნებართვების მიღება;
3. აღირიცხოს მაღალსიხშირული მოწყობილობები კომისიის შესაბამის მონაცემთა ბაზაში;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
