წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 3 შპს “ დაცვის საერთაშორისო სამსახურისათვის ” სამუშაო სიხშირეების ( 147 . 150 მგჰც , 152 . 275 მგჰც , 155 . 200 მგჰც და 162 . 725 მგჰც ) მინიჭების შესახებ

ნომერი: 3 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 03, 2003

მიღების თარიღი იანვარი 03, 2003

შპს „დაცვის საერთაშორისო სამსახურისათვის”  სამუშაო სიხშირეების (147.150 მგჰც, 152.275 მგჰც,  155.200  მგჰც  და  162.725  მგჰც )  მინიჭების  შესახებ

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

 გადაწყვიტა:

1.      მიენიჭოს შპს „დაცვის საერთაშორისო სამსახურს” 147.150 მგჰც, 152.275 მგჰც,  155.200  მგჰც  და  162.725  მგჰც სამუშაო სიხშირეები ქ. თბილისში სამსახურეობრივი რადიოკავშირისათვის;

2.      უზრუნველყოს შპს „დაცვის საერთაშორისო სამსახურმა” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.      კანონმდებლობის ცვლილების  შემთხვევაში შპს „დაცვის საერთაშორისო სამსახურისათვის”  სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;

4.      გადაწყვეტილება       შეიძლება          გასაჩივრდეს       თბილისის     საოლქო    

     სასამართლოში   (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე). 

         კომისიის თავმჯდომარე                                       ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები