წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 296 სს “ინფოკომი”-სთვის საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 296 / 1

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 04, 2003

მიღების თარიღი ივნისი 27, 2003

სს „ინფოკომი”-სთვის საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ სს „ინფოკომმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (N 36-127 19.05.2003), საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.

სს „ინფოკომი„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რ-ნის სასამართლოს მიერ, 30.09.2002 წელს, რეგისტრაციის N 06/5-32) ფლობს N 921 ლიცენზიას და ახორციელებს მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებას.

2003 წლის 13 ივნისს მოხდა საკითხის ზეპირი მოსმენა, სადაც აღინიშნა, რომ სს „ინფოკომის” ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტისა  და 36-ე მუხლის 2 პუნქტის „ბ.ბ„ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს N 1358 ლიცენზია სს „ინფოკომს” საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება;

2.      შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;

  • სს „ინფოკომმა” უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
  • 4.      დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;

  • გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
  • კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  ტექნიკურ    სამსახურს /მ. გოთოშია/.
  • კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

    Calendar
    გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები