წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 295 სს “ინფოჯორჯია XXI”-სთვის ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 295 / 1

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 04, 2003

მიღების თარიღი ივნისი 27, 2003

სს „ინფოჯორჯია XXI”-სთვის ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ სს „ინფოჯორჯია XXI„-მ კომისიას მიმართა განცხადებით (N34 23.05.2003), ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.

სს „ინფოჯორჯია XXI„ მისი კუთვნილი „სპეცკვანძის„ ტექნიკური საშუალებებით წლების განმავლობაში ემსახურებოდა და დღესაც ემსახურება სპეცნომრებს (01, 02, 03 და ა.შ) და შემოკლებულ სატელეფონო ნომრებს რომელიც იწყება 0-იანი ინდექსით (001, 002, 003 და ა. შ).

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ სს „ინფოჯორჯია XXI„ ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურების განსახორციელებლად, საერთო სარგებლობის ქსელში ჩართვისათვის წარმოდგენილი ტექნიკური პროექტის გათვალისწინებით, ითხოვს ნუმერაციის რესურსს 12000 სააბონენტო ნომრის ტევადობით. კომისისას მიზანშეწონილად მიაჩნია საწყის ეტაპზე სს „ინფოჯორჯია XXI„-ს გამოეყოს თავისუფალი ნუმერაციის რესურსი 490XXX-491XXX და 150XXX-151XXX (სულ 4000 სააბონენტო ნომრის ტევადობით), აღნიშნული რესურსის ათვისების შემთხვევაში ნუმერაციის დამატებითი რესურსის გამოყოფა განახორციელოს ეტაპობრივად.

2003 წლის 20 ივნისს ჩატარდა საკითხის ზეპირი მოსმენა, სადაც აღინიშნა, რომ სს „ინფოჯორჯია XXI„ ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია (ტექნიკური პროექტი, სარეგისტრაციო და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები) შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტისა  და 36-ე მუხლის 2 პუნქტის „ბ.ა)„ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს N1361 ლიცენზია სს „ინფოჯორჯია XXI„-ს ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურება;

2.      გამოეყოს თავისუფალი სასადგურო ინდექსი 490XXX-491XXX და 150XXX-151XXX ქ. თბილისში საერთო  სარგებლობის ქსელში ჩართვისათვის;

3.      შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;

  • სს „ინფოჯორჯია XXI„ უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
  • ლიცენზიის მფლობელის მიერ ერთი წლის განმავლობაში ინდექსის გამოუყენებლობის შემთხვევაში კომისიამ განიხილოს საკითხი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის მიზანშეწონილობის შესახებ;
  • კავშირგაბმულობის სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში, სს „ინფოჯორჯია XXI„ ვალდებულია ნუმერაციის რესურსის  გამოყენების საკითხი მოიყვანოს ნორმატიულ ბაზასთან შესაბამისობაში.
  • 7.      დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;

  • გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
  • კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  ტექნიკურ    სამსახურს /მ. გოთოშია/.
  • კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

    Calendar
    გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები