წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 294 რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირული არხების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 294 / 14

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 27, 2003

მიღების თარიღი ივნისი 27, 2003

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო  სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირული არხების გამოყენებაზე  თანხმობის გაცემის შესახებ             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილი (№ UMS-50/0732, 22.04.03.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის სატელევიზიო სამაუწყებლო  სადგურებისთვის BOTLIKH DAG – 29 TBK (ADD), BOTLIKH DAG – 31 TBK (ADD) და NEVINNOMYSK STAVR – 10 TBK (ADD) მინიჭებული სიხშირული არხების გამოყენების შესახებ.

            წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის სატელევიზიო გადამცემი საშუალებები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმილი სატელევიზიო სადგურებისთვის.

             „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის BOTLIKH DAG – 29 TBK (ADD), BOTLIKH DAG – 31 TBK (ADD) და NEVINNOMYSK STAVR – 10 TBK (ADD) მინიჭებული სიხშირული არხების გამოყენებაზე       № UMS-50/0732; 22.04.03. წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით;

2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურების შესახებ შესაბამის მონაცემთა ბაზაში;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;  

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).

 

            კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები