წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 293 შპს “გლადიატორისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 293 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 27, 2003

მიღების თარიღი ივნისი 27, 2003

შპს „გლადიატორისთვის”  სიხშირეების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „გლადიატორმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 2 მაისის N 06/4-1268 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 12; 04.06.03) ქ. თბილისის ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს „გლადიატორის„ საქმიანობის საგანს, დებულების თანახმად, წარმოადგენს საკუთრებისა და  მოქალაქეთა პირადი უსაფრთხოების დაცვა. სიხშირეები განსაზღვრულია და გამოყენებული უნდა იყოს ქ. თბილისში დაცვის ობიექტებთან ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს შპს „გლადიატორს„ 443.150 მგჰც და 448.750 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით;

2.   აღირიცხოს შპს „გლადიატორისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

3.    უზრუნველყოს     შპს     „გლადიატორმა”   კომისიაში    სათანადო   ინფორმაციის   წარმოდგენა მაღალსიხშირული  მოწყობილობების    გამოყენებაზე    ნებართვის    მისაღებად;

4.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს  „გლადიატორისთვის”  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე). 

            კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები