გადაწყვეტილება N 292 შპს “ექსელენს ჰაი ტეკ ჯორჯიისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 27, 2003
მიღების თარიღი ივნისი 27, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ექსელენს ჰაი ტეკ ჯორჯიამ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 29 აპრილის N 5/4-3192 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 01/05; 29.05.03.) მაღალსიხშირული მოწყობილობების (საბაზო, სარელეო და სატელიტური რადიოსასადგურები) ექსპლოატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ. განცხადებას თან ერთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების მიერ გამოსხივებული ელექტრომაგნიტური ველის ნაკადის სიმკვრივის სიდიდის თეორიული ანგარიში. ლიცენზიის (N 1325 14.08.02.) პირობების შესაბამისად, შპს „ექსელენს ჰაი ტეკ ჯორჯია” აწარმოებს მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებას თანამგზავრული სისტემის გამოყენებით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს „ექსელენს ჰაი ტეკ ჯორჯიას” მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციაზე წარმოდგენილი ტექნიკური ანგარიშის გათვალისწინებით;
2. უზრუნველყოს შპს „ექსელენს ჰაი ტეკ ჯორჯიამ” მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციაზე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;
3. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
