წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 291 საზღვაო ხომალდებისთვის (“BALTIMOR”, “PRINCESSE IMAN” და “HAMOUDI-F”) სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენების ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 291 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 27, 2003

მიღების თარიღი ივნისი 27, 2003

საზღვაო ხომალდებისთვის („BALTIMOR”, „PRINCESSE IMAN” და HAMOUDI-F”) სახმოებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენების ნებართვის გაცემის შესახებ

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ კომისიას მიმართა წერილებით               (GMTA-LAF-8/680, 05.06.03; GMTA-LAF-8/679, 05.06.03. და GMTA-LAF-8/681, 09.06.03.) საზღვაო ხომალდებისთვის წარმოდგენილი „რადიოსადგურის ანკეტის” გათვალისწინებით რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ.

             „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ”  საქართველოს  კანონის  42-ე  მუხლის  პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ

 გადაწყვიტა:   

1.მიეცეს ნებართვა საზღვაო ხომალდებს („BALTIMOR”, „PRINCESSE IMAN” და „HAMOUDI-F”)  გამოიყენოს ცხრილში აღნიშნული სახმობები და ამოცნობის  ნიშნები:   

N

ნებარ-  თვის N

ხომალდის მფლობელი

ხომალდის

დასახელება

სახმობი

MMSI  N

Selective call

1

0418

Global Shipping LLC

„BALTIMORE”

4 LRD

213 363 000

69453

2

0419

Amin Hrishein

„PRINCESSE IMAN”

4LRF

213 364 000

69454

3

0423

Ahmad  Fahel

„HAMOUDI-F”

4LRJ

213 368 000

69456

      

2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია საზღვაო ხომალდზე გაცემული სახმობისა და ამოცნობის ნიშნების შესახებ კომისიის უწყებრივ სანებართვო რეესტრში;

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის  გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს  ( თ.ძაგნიძე).

             კომისიის  თავმჯდომარე                                                    ვ.აბაშიძე        

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები