წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 28 გაეროს დამკვირვებელთა მისიისათვის საქართველოში (UNOMIG) ქვეყნის ტერიტორიაზე მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 28 / 7

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2003

მიღების თარიღი იანვარი 24, 2003

  გაეროს  დამკვირვებელთა  მისიისათვის  საქართველოში   (UNOMIG)      ქვეყნის ტერიტორიაზე მაღალსიხშირული  მოწყობილობების  შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა გაეროს დამკვირვებელთა მისიას საქართველოში (UNOMIG), შემოიტანოს      ქვეყნის    ტერიტორიაზე    თანდართული      ანგარიშფაქტურით       (N.0000018914, 17.01.03)  და ზედდებულით (064-5368 2156) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.      უზრუნველყოს გაეროს დამკვირვებელთა მისიამ საქართველოში (UNOMIG) აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

          3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში                  (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;  

4.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

                 კომისიის თავმჯდომარე                                                         ვ. აბაშიძე

           

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები