წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 25 შპს “ იბერიატელი ”- სათვის MCC - MNC კოდის მინიჭების შესახებ

ნომერი: 25 / 15

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2003

მიღების თარიღი იანვარი 24, 2003

  შპს „იბერიატელი”-სათვის MCC - MNC კოდის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „იბერიატელმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (#76,04.12.2002), მისთვის MCC (ქვეყნის მობილური კოდი) - MNC (მობილური ქსელის კოდი) კოდის მინიჭების შესახებ.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ შპს „იბერიატელი„ ფლობს N 991 ლიცენზიას მოძრავი და ფიქსირებული სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე. ამასთან, MCC (ქვეყნის მობილური კოდი) - MNC (მობილური ქსელის კოდი) კოდს, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU–T) რეკომენდაციის თანახმად, ანიჭებს სახელმწიფო და რეგისტრაციაში ატარებს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებაში (ITU).

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU–T) რეკომენდაციის თანახმად კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                  მიენიჭოს შ.პ.ს. „იბერიატელს” შემდეგი კოდი: MCC (ქვეყნის მობილური კოდი) - MNC (მობილური ქსელის კოდი) – 282 03;

2.                  ეთხოვოს ITU-ს რეგისტრაციაში გაატაროს შ.პ.ს. „იბერიატელი”-სათვის მინიჭებული MCC - MNC კოდი.

3.                  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო                სასამართლოში  (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

4.                  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომარე                                                       ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები