გადაწყვეტილება N 24 შპს “ ტელესამაუწყებლო კომპანია მეცხრე არხი ”- სათვის ტელესამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურებით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 17, 2003
მიღების თარიღი იანვარი 17, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს ტელესამაუწყებლო კომპანია მეცხრე არხმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (#117 25.12.2002), ტელესამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურებით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილმა სამშენებლო-ტექნიკურმა დოკუმენტაციამ გაიარა ექსპერტიზა ქვეკომისიაში (16.01.2003წ. ქვვეკომისიის სხდომის ოქმი #1) და მიღებული იქნა დადებითი დასკვნა.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტისა და 36-ე მუხლის 2 პუნქტის გ.ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ლიცენზია შპს „ტელესამაუწყებლო კომპანია მეცხრე არხს” ტელესამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურებით მომსახურებაზე (თან ერთვის):
ლიცენზიის სახე: თანამგზავრული და/ან საერთაშორისო სისტემებით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: ტელესამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურებით მომსახურება;
4. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება;
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
