წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 23 შპს “ სუპერპეიჯი ”- სათვის პეიჯინგური კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 23 / 1

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 17, 2003

მიღების თარიღი იანვარი 17, 2003

  შპს „სუპერპეიჯი”-სათვის  პეიჯინგური კავშირით მომსახურებაზე  ლიცენზიის გაცემის  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „სუპერპეიჯმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (01.11.2002) პეიჯინგური კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.

მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე კომისიის 2002 წლის 8 ნოემბრის        # 438/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი  პეიჯინგური კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად. ინფორმაცია კონკურსის შესახებ კომისიის ვებ-გვერდზე და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნდა კანონით განსაზღვრული წესით.

კომპანიის მიერ წარმოდგენილმა სამშენებლო-ტექნიკურმა დოკუმენტაციამ გაიარა ექსპერტიზა ქვეკომისიაში და მიღებული იქნა დადებითი დასკვნა.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ პეიჯინგური კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მოსაპოვებლად კომერციულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ შპს „სუპერპეიჯმა„, რადგანაც განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სხვა კომპანიებს არ წარმოუდგენიათ.

 ა.წ. 17 იანვარს დანიშნულ კონკურსში შპს „სუპერპეიჯი„ გამოცხადდა გამარჯვებულად (კომისიის გადაწყვეტილება # 14/10).  კომისიის 17 იანვრის საკონკურსო სხდომის # 14/10 გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „სუპერპეიჯმა„ გადაიხადა სალიცენზიო გადასახადის 30 % კომისიის გადაწყვეტილებაში მითითებულ  ანგარიშებზე.

 „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტის, 36-ე მუხლის 2 პუნქტის „დ.ზ)„ ქვეპუნქტის, 36 მუხლისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ა/წლის 17 იანვრის საკონკურსო სხდომის N 14/10 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ლიცენზია შ.პ.ს. „სუპერპეიჯს” პეიჯინგური კავშირით მომსახურებაზე (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობა;                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                     

ლიცენზიის სახეობა: პეიჯინგური კავშირით მომსახურება;

ნუმერაციის რესურსი: პეიჯინგური კავშირით მომსახურება 150.950 მგჰც სიხშირისა და 300 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. თბილისში;

2.      შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;

3.      სალიცენზიო გადასახდელის დარჩენილი 70%-ის (13 154.4 ლარი) გადახდა მოხდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე       - საქართველოს ეროვნული ბანკი, კოდი 220101107, სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის სპეციალური ანგარიში N000141107, კოდი 8001 (სალიცენზიო გადასახდელის კოდი), შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

1461,60 - ლარი    - 2004 წლის 24 თებერვლამდე;

1461,60 - ლარი    - 2005 წლის 24 თებერვლამდე;

1461,60 - ლარი    - 2006 წლის 24 თებერვლამდე;

1461,60 - ლარი    - 2007 წლის 24 თებერვლამდე;

1461,60 - ლარი    - 2008 წლის 24 თებერვლამდე;

1461,60 - ლარი    - 2009 წლის 24 თებერვლამდე;

1461,60 - ლარი    - 2010 წლის 24 თებერვლამდე;

1461,60 - ლარი    - 2011 წლის 24 თებერვლამდე;

1461,60 - ლარი    - 2012 წლის 24 თებერვლამდე;

  • შპს „სუპერპეიჯმა” უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
  • 5.      დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება;

    6.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

  • კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ    (მ. გოთოშია) სამსახურს.
  • კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

    Calendar
    გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები