წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის N 4 სხდომის დღის წესრიგის პროექტის პირველი და მე-3 საკითხების 2003 წლის 24 იანვრის მე-5 სხდომის დღის წესრიგის პროექტში გადატანის შესახებ

ნომერი: 21 / 17

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 10, 2005

მიღების თარიღი იანვარი 17, 2003

 

         2003 წლის 17 იანვრის  N4 კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტის პირველი საკითხის თაობაზე – შპს “ახალ ქსელებსა” და შპს “მაგთიკომს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის შესახებ და კომისიის აპარატის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურის დაკომპლექტების მიზნით კონკურსის გამოცხადების შესახებ  საკითხების დამატებითი შესწავლის, გაანალიზებისა და შეჯერების მიზნით, საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნულმა  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. 2003 წლის 17 იანვრის N 4 სხდომის დღის წესრიგის პროექტის პირველი და მე-3 საკითხები: “შპს “ახალ ქსელებსა” და შპს “მაგთიკომს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის შესახებ” და  “კომისიის აპარატის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურის დაკომპლექტების მიზნით კონკურსის გამოცხადების შესახებ” გადატანილ იქნეს 2003 წლის 24 იანვრის მე-5 სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

2. ეცნობოს  შპს “ახალ ქსელების” და შპს “მაგთიკომის” ხელმძღვანელობას ზემოაღნიშნული საკითხების გადატანის შესახებ;

3. გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საქმეთა მმართველს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე:                                         ვ.აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები