წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 206 შპს “მადი“-სათვის საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 206 / 1

გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2003

მიღების თარიღი მაისი 16, 2003

შპს „მადი„-სათვის საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „მადმა„ (რეგისტრირებულია ოზურგეთის რაიონის სასამართლოში 2002 წლის 18 მარტს (რეგისტრაციის # 44/4-263) კომისიას მიმართა განცხადებით (03.04.2003), საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.  შპს „მადი„ ფლობს N 1314 ლიცენზიას საკაბელო ტელემაუწყებლობაზე ქ. ოზურგეთში, ქ. ჩოხატაურსა და ქ. ლანჩხუთში, რომელიც ახორციელებს ლიცენზიით ნებადართულ მომსახურებას.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ 2003 წლის 2 მაისს მოხდა საკითხის ზეპირი მოსმენა, სადაც აღინიშნა, რომ შპს „მადის” ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობსათან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ.„ ქვეპუნქტისა და 453-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს N 1353 ლიცენზია შპს „მადს” საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე (თან ერთვის):

2.      ლიცენზიის სახე:         ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის საგანი: საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობა მიკროტალღოვანი ინტეგრირებული ტელერადიო საინფორმაციო სისტემის („მიტრისი„) გამოყენებით  ქ. ფოთში, ქ. ჩოხატაურში, ქ. ლანჩხუთში და ქ. ქობულეთში.

  • შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში.
  • შპს „მადმა” უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
  • შპს „მადმა„ უზრუნველყოს, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე, კომისიისათვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა.
  • კავშირგაბმულობის სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში, შპს „მადი” ვალდებულია, საქმიანობა მოიყვანოს ნორმატიულ ბაზასთან შესაბამისობაში.
  • 7.      დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;

  • გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
  • კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ /ე.ასანიძე/ სამსახურს.
  • კომისიის თავმჯდომარე                                                       ვ. აბაშიძე
    Calendar
    გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები