გადაწყვეტილება N 205 შპს “აღორძინება“-სათვის საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2003
მიღების თარიღი მაისი 16, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „აღორძინებამ„ (რეგისტრირებულია ახმეტის რაიონის სასამართლოში 1996 წლის 30 აგვისტოს (რეგისტრაციის # 18/4-29) კომისიას მიმართა განცხადებით (07.03.2003), საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ 2003 წლის 2 მაისს მოხდა საკითხის ზეპირი მოსმენა, სადაც აღინიშნა, რომ შპს „აღორძინების” ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობსათან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ.გ.„ ქვეპუნქტისა და 453-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს N 1352 ლიცენზია შპს „აღორძინებას” საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე (თან ერთვის):
2. ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება;
ლიცენზიის საგანი: საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობა მიკროტალღოვანი ინტეგრირებული ტელერადიო საინფორმაციო სისტემის (მიტრისი„) გამოყენებით ქ. ახმეტაში, ქ. თელავსა და ქ. ყვარელში.
7. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
