გადაწყვეტილება N 2 სპს “ ტელე - რადიო კომპანია “ თვალი ”- სათვის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 03, 2003
მიღების თარიღი იანვარი 03, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სპს „ტელე-რადიო კომპანია „თვალმა” (რეგისტრირებული საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 1995 წლის 9 ნოემბრის N50/2-3 დადგენილებით) კომპანიის N181 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მოქმედების განმავლობაში სპს „თვალს” მოქმედი კანონმდებლობა არ დაურღვევია.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, 391 და 453 მუხლების, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. განისაზღვროს სპს „ტელე-რადიო კომპანია „თვალი”-ს სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა 19 254 (ცხრამეტი ათას ორას ორმოცდა თოთხმეტი) ლარით;
2. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ის (3 850 ლარი) გადახდა მოხდეს კომისიის ანგარიშზე - სკბ „TBS-ბანკი”, კოდი 220101830, ა/ა 609326;
3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის (1 925 ლარი) გადახდა მოხდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე - საქართველოს ეროვნული ბანკი, კოდი 220101107, სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის სპეციალური ანგარიში N000141107, კოდი 8001 (სალიცენზიო გადასახდელის კოდი);
4. უზრუნველყოს სპს „ტელე-რადიო კომპანია „თვალმა” სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ისა და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ეკონომიკურ (გ.ბუთბაია) სამსახურს.
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე
