წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 186 შპს ”მობილფონისთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 186 / 7

გამოქვეყნების თარიღი მაისი 02, 2003

მიღების თარიღი მაისი 02, 2003

 შპს ”მობილფონისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების

    საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „მობილფონმა„ (რეგისტრირებული ქ.თბილისის დიდუბის რ-ნის სასამართლოს მიერ 1999 წლის   1 ივლისის N 2/4-687 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (29.04.03.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 4021440; 25.04.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების (მობილური რადიოსადგურები) შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე.          შპს „მობილფონი” ფირმა „მოტოროლას” ავტორიზირებული დისტრიბუტორია საქართველოში და ახდენს ქვეყნის ტერიტორიაზე მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანას მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად 

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა შპს „მობილფონს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული  დოკუმენტაციით (N 4021440; 25.04.03)   გათვალისწინებული მაღალსიხშირული  მოწყობილობები;

2.      უზრუნველყოს შპს „მობილფონმა” კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების რეალიზაციის შესახებ ორგანიზაციის, აპარატურის ტიპისა და საქარხნო ნომრების მითითებით;

3.      აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

 

           კომისიის  თავმჯდომარე                                                ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები