გადაწყვეტილება N 182 სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს “ივერია ქსელს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 29, 2003
მიღების თარიღი აპრილი 29, 2003
სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ივერია ქსელს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის შეწყვეტის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში კომისია) განიხილა სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ივერია ქსელს”, როგორც ადგილობრივი კავშირის ოპერატორებს შორის, ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე არსებული დავა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე მხარეთა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხელშეკრულების მათ შორის არსებული ყველა სადავო საკითხზე, რომლებიც განიხილებოდა კომისიის მონაწილეობით, მიღწეულია შეთანხმება, რის შედეგადაც რამდენიმე დღეში ხელი მოეწერება ხელშეკრულებას ურთიერთჩართვის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეებმა მოითხოვეს დავის განხილვის შეწყვეტა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების 55-ე მუხლის შესაბამისად კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ივერია ქსელს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე არსებული დავის განხილვა შეწყდეს მხარეთა მორიგების გამო;
2. მხარეებმა უზრუნველყონ გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების ასლის წარმოდგენა კომისიისთვის;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე