წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 181 შპს “მაგთიკომსა” და შპს “ახალ ქსელებს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 181 / 16

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 29, 2003

მიღების თარიღი აპრილი 29, 2003

შპს მაგთიკომსა” და შპს „ახალ ქსელებს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) განიხილა შპს „მაგთიკომსა„ და შპს „ახალ ქსელებს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე არსებული დავა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2003 წლის 31 იანვრის N 33/16 გადაწყვეტილებით მოხდა დავის გადადება იმ  მიზეზით, რომ მხარეებმა არ წარმოადგინეს საჭირო ინფორმაცია და დავის განხილვისას კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდნენ მათი უფლებამოსილი პირები.

ამასთან შპს „მაგთიკომმა„, რომლის მოთხოვნითაც მოხდა დავის განხილვის დაწყება, N 056-9 24.03.2003 წერილით აცნობა კომისიას, რომ მხარეებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი, მაგრამ მხრეებს კომისიისათვის არ წარმოუდგენიათ ინფორმაცია მოლაპარაკების შედეგების შესახებ, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, მე-5 პუნქტის „თ„ ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „მაგთიკომმა„ და შპს „ახალმა ქსელებმა” კომისიას წარმოუდგინონ ინფორმაცია მოლაპარაკების შედეგების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადებში. წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია განუხილველად დატოვებს შპს „მაგთიკომის„ განცხადებას დავის განხილვის მოთხოვნის შესახებ;

2. დაეგზავნოთ შპს „მაგთიკომსა„ და შპს „ახალ ქსელებს” აღნიშნული გადაწყვეტილების ასლები;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო                სასამართლოში  (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ (მ. გოთოშია) სამსახურს.

კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები