გადაწყვეტილება N 180 შპს “ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 ”- სათვის ტელესამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურებით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 29, 2003
მიღების თარიღი აპრილი 29, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2„-მა კომისიას მიმართა განცხადებით (26.02.2003) ტელესამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურებით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილმა სამშენებლო-ტექნიკურმა დოკუმენტაციამ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გაიარა ექსპერტიზა ქვეკომისიაში (02.03.2003წ. ქვეკომისიის სხდომის ოქმი N 2) და მიღებული იქნა დადებითი დასკვნა. ამასთან, 2003 წლის 18 აპრილს მოხდა საკითხის ზეპირი მოსმენა, სადაც აღინიშნა, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობსათან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტისა და 36-ე მუხლის 2 პუნქტის გ.ა„ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ლიცენზია შპს „რუსთავი 2”-ს ტელესამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურებით მომსახურებაზე (თან ერთვის):
ლიცენზიის სახე: თანამგზავრული და/ან საერთაშორისო სისტემებით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: ტელესამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურებით მომსახურება;
ლიცენზიის საგანი: თანამგზავრული ტელემაუწყებლობა;
2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;
3. შპს რუსთავი 2„-მა უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
4. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ ტექნიკურ /მ. გოთოშია/ და იურიდიულ სამსახურებს /ე. ასანიძე/.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე