წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 179 შ . პ . ს . “ GGN ”- სათვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 179 / 7

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 29, 2003

მიღების თარიღი აპრილი 29, 2003

შ.პ.ს. „GGN”-სათვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „GGN„-მა (რეგისტრირებულია 2001 წლის 20 აპრილს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სასამართლოში, (რეგისტრაციის ნომერი 2/4-2779). კომისიას მიმართა განცხადებით (N 4/1 07/04/2003), სატელეფონო გამოკითხვებისა და სხვა ინტერაქტიული მომსახურების განსახორციელებლად  ნუმერაციის რესურსის გამოყოფის შესახებ.

კომისიას შესაძლებელად მიაჩნია ნუმერაციის ახალ სისტემაზე გადასვლამდე შპს „GGN„-ს ზემოაღნიშნული მომსახურების განსახორციელებლად გამოეყოს თავისუფალი ნუმერაციის რესურსი 8-053, რომელიც არ წარმოადგენს კოდს საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის და შესაბამისად კონკურსის წესით არ გაიცემა.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                  მიეცეს ნებართვა შპს „GGN”-ს სატელეფონო გამოკითხვებისა და სხვა ინტერაქტიული მომსახურების განსახორციელებლად ისარგებლოს ნუმერაციის რესურსით 8-053;

2.                  კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „GGN”-სათვის ნუმერაციის რესურსის გამოყენების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;

3.                  გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს   ქ. თბილისის საოლქო                სასამართლოში  (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

4.                  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები