წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 178 შპს “ ტექნო მედიისთვის ” მაღალსიხშირული მოწყობილობის ექსპლოატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 178 / 7

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 29, 2003

მიღების თარიღი აპრილი 29, 2003

შპს „ტექნო მედიისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობის ექსპლოატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს  „ტექნო მედიამ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 27 დეკემბრის N 2/4-3018 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 76; 10.04.03.) მაღალსიხშირული მოწყობილობის (მიწისზედა სატელიტური სადგური) ექსპლოატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ. განცხადებას თან ერთვის სატელიტური გადამცემი ანტენის პროექტი და დადასტურებული სანიტარული პასპორტი. მაღალსიხშირული მოწყობილობა საქართველოში შემოტანილი იქნა კომისიას მიერ გაცემული ნებართვის (კომისიის გადაწყვეტილება N 464/7; 29.11.02) საფუძველზე, განსაზღვრულია თანამგზავრზე სატელევიზიო პროგრამების მიწოდებისთვის 13.853 გგჰც სიხშირეზე და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიურ დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

         „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის   49-ე მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ   

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა შპს „ტექნო მედიას” მაღალსიხშირული მოწყობილობის ექსპლოატაციაზე წარმოდგენილი ტექნიკური დასაბუთების გათვალისწინებით.

2.      უზრუნველყოს შპს „ტექნო მედიამ” მაღალსიხშირული მოწყობილობის ექსპლოატაციაზე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;

3.      შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;        

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ.ძაგნიძე).

      კომისიის  თავმჯდომარე                                                            ვ. აბაშიძე

           

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები