წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 176 შპს “ მარგისთვის ” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 176 / 7

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 29, 2003

მიღების თარიღი აპრილი 29, 2003

შპს „მარგისთვის”  მაღალსიხშირული მოწყობილობების  საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „მარგმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 4 ნოემბრის თებერვლის N 2/4-1487 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N7;N8;21.04.03) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების (მობილური ტელეფონები) შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე.

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.  მიეცეს ნებართვა შპს „მარგს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული   დოკუმენტაციით გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის უწყებრივ სანებართვო რეესტრში;

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

           

               

             კომისიის თავმჯდომარე                                                                        ვ.აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები