წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 175 რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში დროებით შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 175 / 7

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 29, 2003

მიღების თარიღი აპრილი 29, 2003

რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში დროებით შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის კავკასიის ბიურომ კომისიას მიმართა განცხადებით        (N 21.04.03) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიისთვის  საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების დროებით შემოტანის ნებართვის გაცემის თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (სათანამგზავრო რადიოკავშირის მობილური სადგური) გამოყენებული უნდა იყოს ქ. თბილისიდან მიმდინარე წლის 30 აპრილს საქართველო – რუსეთის ფედერაციის საფეხბურთო მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ტრანსლირებისთვის.

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   მიეცეს ნებართვა რუსეთის საზოგადოებრივ ტელევიზიას დროებით (ვადით ხუთი დღე) შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე ჩამონათვალის (თან ერთვის) შესაბამისად გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

3.აცნობოს რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის კავკასიის ბიურომ კომისიას დროებით შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების გატანის თაობაზე;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

            კომისიის  თავმჯდომარე                                                        ვ. აბაშიძე

           

                       

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები