გადაწყვეტილება N 173 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის შრომის შინაგანაწესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 18, 2003
მიღების თარიღი აპრილი 18, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის
შრომის შინაგანაწესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) აპარატის სტრუქტურული დანაყოფებში მიღებული კორესპონდენციის აღრიცხვიანობის მოწესრიგების, დადგენილ ვადებში მათი შესრულების, სტრუქტურულ დანაყოფებში თანამშრომლებზე პასუხისმგებლობის გადანაწილებისა და აპარატში საშემსრულებლო დისციპლინის შემდგომი ამაღლების მიზნით, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. კომისიის აპარატის შრომის შინაგანაწესის მე-7 მუხლის 7.4., 7.5 პუნქტი და 7.5 პუნქტის პირველი და მეორე ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
7.4. კომისია აპარატის თათბირებზე სისტემატურად მოისმენს ინფორმაციას აპარატის სტრუქტურული დანაყოფების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, რომლის საფუძველზე კომისია უფლებამოსილია განიხილოს კომისიის აპარატის მუშაკთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი.
.5. სტრუქტურულ დანაყოფებში კორესპოდენციაზე მუშაობის დადგენილი ვადების დარღვევის შემთხვევაში დისციპლინური სასჯელები გამოყენებული იქნება შემდეგი სქემის მიხედვით:
1. სტრუქტურულ დანაყოფებში კორესპოდენციის დადგენილი ვადების დარღვევით შესრულებისას:
ა) 20 % - მდე შემთხვევაში - შენიშვნა;
ბ) 40 % - მდე შემთხვევაში საყვედური;
გ) 40 % -ზე მეტის შემთხვევაში - სასტიკი საყვედური.
2. კონტროლზე აყვანილი და საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოსული კორესპონდენციის დადგენილი ვადების დარღვევით შესრულებისას:
2. კომისიის აპარატის „შრომის შინაგანაწესის” მე-7 მუხლის 7.5. პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ქვეპუნქტი:
3. კომისიის აპარატზე წარმოებაში რიცხულ ვადაგაცილებულ კორესპონდენციის საერთო რაოდენობაში სტრუქტურული დანაყოფების ხვედრითი წილის:
ა) 10% -მდე ოდენობის შემთხვევაში შენიშვნა;
ბ) 10% - დან 30%-მდე ოდენობის შემთხვევაში საყვედური;
გ) 30%-ზე მეტი ოდენობის შემთხვევაში სასტიკი საყვედური.
3. კომისიის აპარატის „შრომის შინაგანაწესის” მე-7 მუხლს დაემატოს 7.7 პუნქტი:
ერთი და იგივე დისციპლინური დარღვევისთვის მუშაკის მიმართ დისციპლინური ზომის გამოყენება ხდება მხოლოდ ერთხელ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში.
5. დაევალოს ადმინისტრაციულ სამსახურს (მ. ქადეიშვილი) წინამდებარე გადაწყვეტილება გააცნოს კომისიის აპარატის ყველა თანამშრომელს.
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საქმეთა მმართველს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე: ვ. აბაშიძე