წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 172 შპს “ ახალი ქსელები ”- სათვის ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული , კოაქსიალური და ბოჭკოვან - ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 172 / 1

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 18, 2003

მიღების თარიღი აპრილი 18, 2003

  შპს „ახალი ქსელები”-სათვის ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „ახალმა ქსელებმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (#185 27.02.2003), ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ შპს „ახალი ქსელები„ რეგისტრირებულია ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოში 1996 წლის 2 აგვისტოს (რეგისტრაციის # 5ა/4-477). იგი წარმოადგენს ფიქსირებული ქსელის ოპერატორს და # 168 ლიცენზიის საფუძველზე ახორციელებს ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებას. ამასთან, კომპანიის მიერ დოკუმენტაცია წარმოდგენილია სრულად და შესაბამისობაშია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 36 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.  

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტისა და 36-ე მუხლის 2 პუნქტის, ბ.ე) ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ლიცენზია შ.პ.ს. „ახალ ქსელებს” ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურებაზე (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                     

ლიცენზიის სახეობა: ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურება;

ლიცენზიის საგანი: ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურება ქ. თბილისში;

  • შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;
  • შპს „ახალმა ქსელებმა” უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
  • 4.      დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;

  • გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს   ქ. თბილისის საოლქო                სასამართლოში  (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;
  • კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ  ტექნიკურ (მ. გოთოშია)  და იურიდიულ (გ. კვერენჩხილაძე) სამსახურებს.
  • კომისიის თავმჯდომარე                                                       ვ.აბაშიძე

    Calendar
    გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები