წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 171 შპს “ ახტელი ”- სათვის საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელე ფ ონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 171 / 1

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 18, 2003

მიღების თარიღი აპრილი 18, 2003

შპს „ახტელი”-სათვის საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „ახტელმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (#186 27.02.2003), საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ შპს „ახტელი„ რეგისტრირებულია ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოში 1997 წლის 27 ივნისს (რეგისტრაციის # 03/4-710). იგი წარმოადგენს ფიქსირებული ქსელის ოპერატორს და # 321 ლიცენზიის საფუძველზე ახორციელებს ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებას. ამასთან, კომპანიის მიერ დოკუმენტაცია წარმოდგენილია სრულად და შესაბამისობაშია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 36 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტისა  და 36-ე მუხლის 2 პუნქტის „ბ.ბ„ ქვეპუნქტის   საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ლიცენზია შ.პ.ს. „ახტელს” საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                     

ლიცენზიის სახეობა: საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება;

  • შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;
  • შპს „ახტელმა„ უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
  • 4.      დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;

  • გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს   ქ. თბილისის საოლქო                სასამართლოში  (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;
  • კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ  ტექნიკურ   (მ. გოთოშია)  და იურიდიულ (ე. ასანიძე) სამსახურებს.
  •                  

    კომისიის თავმჯდომარე                                                       ვ.აბაშიძე

    Calendar
    გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები