გადაწყვეტილება N 169 შპს “ მო - ბო “- სათვის საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 18, 2003
მიღების თარიღი აპრილი 18, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „მო-ბო„-მ კომისიას მიმართა განცხადებით (12.03.2003), საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ შპს მო-ბო„ რეგისტრირებულია ქ. თბილისის ნაძალადევი-გლდანის რაიონის სასამართლოში 1999 წლის 19 ოქტომბერს (რეგისტრაციის # 1/4-1031), კომპანიას ლიცენზიის მისაღებად კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 361 მუხლით მოთხოვნილი დოკუმენტაცია სრულად აქვს წარმოდგენილი.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტისა და 36-ე მუხლის 2 პუნქტის ბ.ა)„ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ლიცენზია შპს „მო-ბო”-ს საფოსტო კავშირით მომსახურებაზე (თან ერთვის):
2. ლიცენზიის სახე: საფოსტო კავშირით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო გზავნილების მიღებით, გაგზავნით, გადაზიდვით და დატარებით მომსახურება;
3. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;
5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე