წვდომის მენიუ

საქართველოს მიკროსაფინანსო ბანკისთვისსამუშაო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 168 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 10, 2005

მიღების თარიღი აპრილი 18, 2003

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ საქართველოს მიკროსაფინანსო ბანკმა კომისიას მიმართა განცხადებით (N 12.21/228-03, 21.03.03)    ქ. ზუგდიდში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სამუშაო სიხშირის მინიჭების თაობაზე. სამუშაო სიხშირეები გამოყენებული უნდა  იყოს საქართველოს მიკროსაფინანსო ბანკის, ქუთაისის ფილიალის ზუგდიდის განყოფილების მიერ დაცვის წევრებს შორის, აგრეთვე საინკასაციო ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან ოპერატიული კავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს საქართველოს მიკროსაფინანსო ბანკს 155.050 მგჰც და 161.250 მგჰც სამუშაო სიხშირეები ქ. ზუგდიდში რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით;

2.   აღირიცხოს საქართველოს მიკროსაფინანსო ბანკისთვის მინიჭებული სამუშაო სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ  რეესტრში;

3.   უზრუნველყოს საქართველოს მიკროსაფინანსო ბანკმა კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

4.კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს მიკროსაფინანსო ბანკისთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;

5.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე). 

          კომისიის თავმჯდომარე                                 ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები