გადაწყვეტილება N 167 შპს “ ძველი ქალაქისთვის ” რადიოსამაუწყებლო გადამცემის ექსპლუატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 18, 2003
მიღების თარიღი აპრილი 18, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ძველმა ქალაქმა” (რეგისტრირებული ქ. ქუთაისის სასამართლოს 1995 წლის 14 ივლისის N 12/4-23 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 17-2603, 26.03.03) რადიოგადამცემი სადგურის ექსპლოატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ. შპს „ძველი ქალაქი”, ლიცენზიის (N 1117, 13.09.1999) პირობების შესაბამისად, აწარმოებს რადიოპროგრამების ტრანსლირებას ქ. ქუთაისში 107.9 მგჰც სიხშირეზე, 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს „ძველ ქალაქს” რადიოსამაუწყებლო გადამცემის ექსპლუატაციაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით;
2. უზრუნველყოს შპს „ძველმა ქალაქმა” რადიოსამაუწყებლო გადამცემის ექსპლოატაციისთვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;
3. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის გადაწყვეტილების
დანართი
რუსთაველის პრ.N 37