წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 162 შპს “ ვეზირისთვის ” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 162 / 7

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 18, 2003

მიღების თარიღი აპრილი 18, 2003

შპს „ვეზირისთვის”  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ვეზირმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 4 დეკემბრის N 5/4-1026 დადგენილებით)  კომისიას მიმართა განცხადებებით (14.03.03) წარმოდგენილი დოკუმენტაციების (N V009/03; 07.04.03 და N FRT-RT-VZR001; 05.03.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების (სატარებელი რადიოსადგურები) შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. შპს „ვეზირი” „მეწარმეთა შესახებ„ საქართველოს კანონისა და საზოგადოების წესდების მე-2 მუხლის 2.2 პუნქტის თანახმად ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, საქართველოში შემოაქვს მაღალსიხშირული მოწყობილობები მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა შპს „ვეზირს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე   თანდართული დოკუმენტაციებით (N V009/03; 07.04.03 და N FRT-RT-VZR001; 05.03.03) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.      უზრუნველყოს შპს „ვეზირმა” კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების რეალიზაციის შესახებ ორგანიზაციის, აპარატურის ტიპისა და საქარხნო ნომრების მითითებით;

3.      აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო  სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

           

                        კომისიის  თავმჯდომარე                                                        ვ. აბაშიძე

           

                       

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები