გადაწყვეტილება N 16 გაეროს ბავშვთა ფონდისათვის (UNICEF) საქართველოს ტერიტორიაზე მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 17, 2003
მიღების თარიღი იანვარი 17, 2003
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF), შემოიტანოს ქვეყნის ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით (N 15301. 06.01.03) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. უზრუნველყოს გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF), აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
