გადაწყვეტილება N 159 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის N 17 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 18, 2003
მიღების თარიღი აპრილი 18, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2003 წლის N 17 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
2003 წლის 18 აპრილის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) N 17 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის მე-8 და მე-11 საკითხებზე (შპს „გაზეთი ჩოხატაურის მაცნესთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემისა და შპს „ჯავშანისთვის” სამუშაო სიხშირეების მინიჭების შესახებ) დამატებითი ინფორმაციის დროულად წარმოუდგენლობის მიზეზით და მე-17 საკითხის (სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ივერია ქსელს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის შესახებ) განხილვის გადადების თხოვნის თაობაზე ს/ს „ელექტროკავშირის” მიერ წარმოდგენილი წერილის (N 14-2/9-33 17.04.03 წ.) გათვალისწინებით, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადაიდოს N 17 სხდომის დღის წესრიგის მე-8 და მე-11 საკითხები (შპს „გაზეთი ჩოხატაურის მაცნესთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემისა და შპს „ჯავშანისთვის” სამუშაო სიხშირეების მინიჭების შესახებ) დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენამდე.
2. გადატანილ იქნეს სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ივერია ქსელს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის საკითხი ა/წლის 25 აპრილის N 18 სხდომის დღის წესრიგის პროექტში.
3. დამტკიცდეს კომისიის N 17 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი ცვლილების გათვალისწინებით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საქმეთა მმართველს ( ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე: ვ. აბაშიძე
