გადაწყვეტილება N 156 სენი - კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 11, 2003
მიღების თარიღი აპრილი 11, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ სენი-კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა კომისიას მიმართა განცხადებით (07.04.03.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N BT1179; 03.04.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობა (თანამგზავრული ინტერნეტ კავშირის სისტემა) გამოყენებული უნდა იყოს ინტერნეტ კავშირისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა სენი-კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N BT1179; 03.04.03) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;
2. უზრუნველყოს სენი-კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
