წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 153 საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზია და რადიომაუწყებლობისთვის ტელერადიოსამაუწყებლო გადამცემების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 153 / 17

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 11, 2003

მიღების თარიღი აპრილი 11, 2003

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ტელევიზია და რადიომაუწყებლობისთვის ტელერადიოსამაუწყებლო გადამცემების

გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 11 პუნქტისა და 55-ე მუხლის მე-16 პუნქტების შესაბამისად, 2002 წლის 4 ოქტომბრის კომისიის N 376/13 გადაწყვეტილებით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზია და რადიომაუწყებლობას მინიჭებული აქვს ტელერადიოსამაუწყებლო სიხშირეები.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზია და რადიომაუწყებლობამ კომისიას მიმართა მინიჭებული ტელერადიოსამაუწყებლო სიხშირეების ჩამონათვალის მიხედვით ტელერადიოსამაუწყებლო გადამცემების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ.

            „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის   49-ე მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ   

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზია და რადიომაუწყებლობას ტელერადიოსამაუწყებლო გადამცემების გამოყენებაზე წარმოდგენილი ჩამონათვალის (თან ერთვის) გათვალისწინებით;

2.      უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზია და რადიომაუწყებლობამ ტელერადიოსამაუწყებლო გადამცმების გამოყენებაზე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;

3.      შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;        

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ.ძაგნიძე).

      კომისიის  თავმჯდომარე                                                            ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები