წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 151 საზღვაო ხომალდებისათვის (“ DELTA ”, “ GREIFSWALD ”, “ DONETS ” და “ SEA PRINCE ”) სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენების ნებართვის მიცემის შესახებ

ნომერი: 151 / 7

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 04, 2003

მიღების თარიღი აპრილი 04, 2003

საზღვაო ხომალდებისათვის (DELTA”, „GREIFSWALD”, „DONETS”  და „SEA PRINCE”) სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენების ნებართვის მიცემის შესახებ

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ კომისიას მიმართა წერილებით (GMTA-LAF-8/323, 17.03.03; GMTA-LAF-8/310, 19.03.03; GMTA-LAF-8/322, 17.03.03 და GMTA-LAF-8/320, 17.03.03) საზღვაო ხომალდებისათვის წარმოდგენილი „რადიოსადგურის ანკეტის” გათვალისწინებით  რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ.

             „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ”  საქართველოს  კანონის  42-ე  მუხლის  პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ

გადაწყვიტა:   

1. მიეცეს   ნებართვა   საზღვაო   ხომალდებს („DELTA”, „GREIFSWALD”, „DONETS”  და „SEA PRINCE”) გამოიყენოს ცხრილში აღნიშნული სახმობები და ამოცნობის  ნიშნები:    

N

ნებარ-  თვის N

ხომალდის მფლობელი

ხომალდის

დასახელება

სახმობი

MMSI  N

Selective call

1

0399

Budier Company Ltd.

„DELTA”

4 LOS

-

-

2

0400

Atair Shipping Corporation

„GREIFSWALD”

4 LAW

213 329 000

69318

3

0401

Saron Co. Ltd.

„DONETS”

4 LBF

213 327 000

69309

4

0402

PP Shipowners

„SEA PRINCE”

4 LCF

213 328 000

69310

            

2.    შეტანილი  იქნეს ინფორმაცია საზღვაო ხომალდებზე გაცემული სახმობებისა და      ამოცნობის ნიშნების შესახებ კომისიის უწყებრივ სანებართვო რეესტრში;

3.   გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის  გამზ.  7ა) 6 თვის ვადაში;  

4.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო  სამსახურს  ( თ.ძაგნიძე).

             კომისიის  თავმჯდომარე                                                    ვ.აბაშიძე        

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები